წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2012 წლის სექტემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 6,8 პროცენტი, ხოლო 2012 წლის III კვარტალში - 7,3 პროცენტი შეადგინა.
2012 წლის პირველ და მეორე კვარტალში მშპPრეალური ზრდა შესაბამისად 6,8 და 8,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა.
საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ
შეფასებებს, რომელიც იანგარიშება დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების,
დეფლატორის, ფისკალური და მონეტარული მონაცემების საფუძველზე.