ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის აზრით, თავისუფალ, ეკონომიკურ და ტურისტულ ზონებში ინვესტორთა სიმწირის მიზეზი სასამართლო პროცესების გუმჭვირვალობა და არასამართლიანი გადაწყვეტილებებია.
კვირიკაშვილის აზრით, ინვესტორები სხვადასხვა ზონებში ინვესტირებისგან თავს სწორედ სასამართლო გაუმჭვირვალობის გამო იკავებდა.
"საკუთრების უფლებები, როგორ ირღვეოდა ამას ტელევიზიით ხედავდა ყველა ბიზნესმენი. და რა ეფექტი უნდა ყოფილიყო მიღწეული? და რომელი სერიოზული ბიზნესმენი გაბედავდა ამ ქვეყანაში შემოსვლას, რომელიც ხედავდა თუ როგორ წაართვეს ამა თუ იმ ბიზნესს საკუთრება",- აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
კვირიკაშვილის თქმით, შედეგების მიღწევა და პრობლემის გადაწყვეტილება, მთავრობის ერთიანობით, სწორი საგარეო პოლიტიკით, მაქსიმალური ინტეგრირებით და სწორი სიგნალების გაგზავნით მიიღწევა.