ყველაზე ძვირი უძრავი ქონება ჰონკონგშია. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით წელს ქონება ყველაზე მეტად ჰონკონგში გაძვირდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უძრავო ქონების ფასის ზრდა მასზე დიდი მოთხოვნას და ბაზრის დარეგულირებას უკავშირდება. ნახევარი წლის განმავლობაში ჰონკონგში უძრავი ქონება 7,4 %-ით გაძვირდა.
სიძვირის მიხედვით, მეორე ადგილზეა მოსკოვი, სადაც ნახევარი წლის განმავლობაში უძრავი ქონება 5,5 %-ით გაძვირდა. გაძვირდა ასევე უძრავი ქონება სიდნეიში და ის სიძვირის რეიტინგში მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა. სიდნეიში უძრავი ქონება 3,7 %-ით გაძვირდა.
როგორც ირკვევა ლონდონი და ნიუ-იორკი ინვესტორებისათვის კვლავ მიმზიდველ ადგილად რჩება. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ლონდონში უძრავი ქონების ფასმა 2,8%-ით, ხოლო ნიუ-იორკში 1,1%-ით მოიმატა.