რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი დავით ნარმანია სამინისტროს თანამშრომლებს ხვდება. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება.
,,მივიღებ ინფორმაციას უახლოეს გეგმებზე, რაც არსებობს სამინისტროში ასევე არსებული ვალდებულებების შესრულების შესახებ. მას შემდეგ, რაც მთავრობა დამტკიცდება დაიწყება მუშაობა რეორგანიზაციის საკითხებთან დაკავშირებით",_ განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეორგანიზაციის შემდეგ დაიყოფა და ნაწილი ეკონომიკის, ხოლო ნაწილი პრემიერის უწყებას დაექვემდებარება.