ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში. მიკროავტობუსი 12 წლის დავით მენთეშაშვილს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„პაციენტი საავადმყოფოში გუშინ, საღამოს უკვე გარდაცვლილი შემოიყვანეს. მას ქალა-ტვინის სერიოზული დაზიანება და პოლიტრავმები ჰქონდა მიღებული", - განუცხადა კახეთის საინფომაციო ცენტრს ლაგოდეხის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა ქეთინო ლილუაშვილმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას ლაგოდეხის პოლიცია აწარმოებს.