საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე მოქმედ საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, შეხვედრა სამინისტროში 17:00 საათზეა დაგეგმილი.
შეხვედრაზე მხარეები ხელისუფლების გადაბარების საკითხებზე ისაუბრებენ.