.,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდი - www.matsne.gov.ge მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს. რეგისტრირებულ მომხმარებლებს ნორმატიულ აქტებსა და მის ნაწილებთან დაკავშირებით მოსაზრებებისა და კომენტარების დატოვება, დღეიდან საიტის ვებგვრდზე შეუძლიათ.
„საკანონმდებლო მაცნეს" მომხმარებლებისთვის უკვე დაფიქსირებული მოსაზრება ხელმისაწვდომი იქნება. სიახლე ყველა დაინტერსებულ პირს ამა თუ იმ საკანონმდებლო ნორმის შესახებ გამოთქმული აზრის, შეხედულებებისა და მოსაზრებების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
კომენტარის დატოვება რეგისტრირებულ მომხმარებელს „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე - www.matsne.gov.ge შეუძლია.