ნიდერლანდებში, ამსტერდამში, ქართველი მოკრივე დავით მაკარაძე გახდა მსოფლიო ჩემპიონი WBU-ვერსიით. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა მე-12 რაუნდში ნოკაუტით დაასრულა ბრძოლა ჰასან აიტ ბასოუსთან.
WBU - World Boxing Union - ეს არის ერთერთი პრესტიჟული ტიტული მსოფლიოს ქამრებს შორის და მოპოვებული აქვს გიორგი კანდელაკს. ასევე ამ ტიტულს ფლობენ რიკი ჰატონი, ჯორჯ ფორმანი, კორი სანდერსი, ჯონ ნელსონი და ა.შ.
დავით მაკარაძე ფოთელია. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 27 ბრძოლა: 18 მოგება, 8 წაგება, 1 ფრე.
ჰასან აიტ ბასოუ არის სპორტსმენი ნიდენლანდებიდან, ამსტერდამიდან. პროფესიონალურ რინგზე ჩატარებული აქვს 17 ბრძოლა: 12 მოგება, 5 წაგება.