თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. პროექტების უმრავლესობა, რომელსაც თბილისის რეაბილიტაციის ფონდი ახორციელებდა დასრულდა და შესაბამისად თანამშრომლებთან აღარ მოხდა ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.
"თბილისის განვითარების ფონდი კეთილსინდისიერად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და დაასრულებს ყველა იმ პროექტს, რომელზედაც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. თანამშრომლების ბრალდება მიმდინარე პროექტების შეჩერების თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს", - აღნიშნულია განცხადებაში.