.დღეს "თეგეტა მოტორსში" გამოვლინდა მომხმარებელი, რომელმაც Shell-ის საავტომობილო ზეთის მე-1 000 000 ლიტრი შეიძინა. მერაბ ჩერქეზიშვილს „თეგეტა მოტორსმა" საჩუქრად 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა. სხვა საჩუქრებს იღბლიან მომხმარებელს „თეგეტა მოტორსი" უკვე შელის მაკროდისტრიბუტორთან ერთად სპეციალურად მოწყობილ დაჯილდოვების ცერემონიალზე გადასცემს.
აღნიშნული მომხმარებლის გამოსავლენად მზადყოფნაში იყო „თეგეტა მოტორსის" ყველა ფილიალი. იღბლიან მომხმარებელს სასიამოვნო მოულოდნელობა დღეს ცენტრალურ ფილიალში დახვდა, სადაც მან Shell-ის საავტომობილო ზეთის 4 ლიტრიანი შეფუთვა შეიძინა.
დღეისთვის „თეგეტა მოტორსი" „შელის" ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში. შელის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. „შელი" ოფიციალურად რეკომენდებულია „ჰიუნდაის", „მერსედესის", „მაზდას", „ჰონდას", „კიას", „ფიატის", „მიცუბიშის", „რენოს" და სხვა ლიდერი მწარმოებლების მიერ. „შელი" ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია.