"დასახელებულ კანდიდატებში ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ქსენოფობიური გამონათქვამებით არიან ცნობილი", - განაცხადა ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა მთავრობის ახალი შემადგენლობის კომენტირებისას.
"სახელდებიან ადამიანები, რომელთა შესახებ მომავალი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ისინი ნიჭიერები არიან და საქმეში ერთი თვის შემდეგ გაერკვევიან, ეს ცოტა ძნელია. ალბათ, მათი მხრიდან ვერანაირ ხედვას ვერ დავინახავთ და ეს გარკვეულ პრობლემას შექმნის", _ განაცხადა რატიანმა.
მისი განცხადებით, დასახელებულ კანდიდატებში ბევრი მათგანი ქსენოფობიური გამონათქვამებით გამოირჩევა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სრული შემადგენლობა დაასახელა.