პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი სტუდია ნიუგრუპის გადაცემა "ღია სტუდიაში" მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის წევრების მიერ საკუთარი ოპონენტების მიმართ წასრულზე საუბრისას ნაცმოძრაობის წევრებს თავიანთ წარსულს ახსენებს.
"მე უბრალოდ გული მწყდება იმაზე, რომ ადამიანებს ასეთი რამეების დავიწყება შეუძლიათ. მე არ მაინტერესებს ვინ ვისთან იყო და როგორ იყო. შევარდნაძესათან სააკაშვილიც მუშაობდა და მეც ვიყავი. სააკაშვილი ეძახდა შევარდნაძეს ღმერთს. მე ვეუბნებოდი შევარდნაძეს - დაანგრიეთ თქვენ ეს ქვეყანა!", - აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, - "გიგი წერეთელი რომ ხარ შენ დღეს, და 80% ნაცმოძრაობაში მოქალაქეთა კავშირის და აღორძინების წევრები რომ ხართ და სხვებს რომ აკრიტიკებენ - ყოფილი მოქკავშირელი არისო და შევარდნაძის მოხრეო, გიგი წერეთელზე მეტი შევარნაძესთან ვინ იყო? მამამისი პარტიის ცეკაში მუშაობდა და თავად იქ იყო, არა? პარტაიკომის პირველი მდივანი იყო კუბლაშვილების მამა ტყიბულში. როცა მოკვდა კომუნისტური პარტია - აღარ არსებობდა, გაუქმდა და სათავეში კომუნისტურ პარტიას ჩაუდგა პანტელეიმონ გიორგაძე, პანტელიმონ გიორგაძის კომუნისტური პარტიის ტყიბულის რაიკომის პირველი მდივანი იყო კუბლაშვილების მამა. კალოშებით ჩამოვიდნენ აქ და დღეს ნახეთ ბუკიას ბაღში რა ორი სახლი აქვთ აშენებული", - აცხადებს შაშიაშვილი.
"თეთრების" ლიდერი ყველას საკუთარი წარულისადმი მიხედვას ურჩევს და გადაცემაში ნაციონალური მოძრაობის წევრების წარსულის შესახებ ცალკეულ ფაქტებს ასახელებს.