სამეგრელოში არფერი შეცვლილა, -
ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა სტუდია ნიუგრუპის გადაცემა "ღია სტუდიაში" განაცხადა.
"სააკაშვილი ლაპარაკობს საბჭოთა წყობა არ გვინდა რომ დავაბრუნოთ. სამეგრელოში ორი პარტრაიკომის პირველი მდივანია, რომელიც დეპუტატად აირჩიეს. მე რაიკომის მდივანს კი არ ვებრძვი, მე ვლაპარაკობ იმას, რომ მე მცხვენია სენაკის ყოფილი გამგებლის და მერე გუბერნატორის, ჟიული შარტავს მომხრის, რომელიც დღეს დეპუტატად აირჩიეს", - აცხადებს შაშიაშვილი და აღნიშნავს, რომ ეს კაცი გამოვიდა დემოკრატი, რომელიც სენაკში პარტრაიკომის პირველი მდივანი და შევარდნაძის გამგებელი იყო.
"ვინ იყო ახალაია - საბჭოთა პროკურორი, ბანდიტი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვინ არის დღეს ხობის დეპუტატი - პარტრაიკომის ყოფილი პირველი მდივანი. სამეგრელოში არის სამი დეპუტატი თუ ორი, რომლებიც "ედინაია რასიას" აფინანსებდნენ და მისი წევრები იყვნენ", - აცხადებს შაშიაშვილი.
შაშიაშვილი აცხადებს, რომ სამეგრელოს საბჭოთა პერიოდის ნომენკლატურა მართავს, რომლებიც თავის დროზეც სუსტები იყვნენ.
"სამეგრელოში ერთ-ერთი დეპუტატია, რომელიც დღემდე არის რუსეთის მოქალაქე. საქართველოს დეპუტატი იყო წინა პარლამენტის. ვიცნობ ძალიან კარგად. გული მწყდება. სამეგრელოს ერთ-ერთ რეგიონში იყარა კვლავ კენჭი. მურთაზ ხურცულავას მოუგო ამ კაცმა. ვეუბნები - ადამიანებო, ხალხო, თქვენ ხომ იცით რა არის და როგორ არის. ანუ მთელი შემადგენლობა - გუბერნატორი, გამგებელი - იყო საბჭოთა პერიოდის... საბჭოთა პერიოდის და სუსტები და ცუდები, ვინც არიან დეპუტატებიც და გამგებლებიც", - აცხადებს შაშიაშვილი.
მისი თქმით, თუ სამეგრელოში არჩევნები გაყალბებული არაა, მაშინ შედეგი არის დიდი სირცხვილი.
"თუ ეს არჩევნები გაყალბებული არ არის, ეს არის შეურაცხყოფა სამეგრელოსი. იმიტომ რომ სამეგრელოს მოსახლეობას ისე არ შეეძლო სააკაშვილის მხარდაჭერა როგორც გამოჩნდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ეს გაყალბებულია. სამეგრელოს მოსახლეობას, რომ მართლა მიეცა ეს ხმა - ეს იქნებოდა ჩვენთვის დიდი სირცხვილი. მაგრამ ბედნიერება იმაშია, რომ გაყალბებულია და ეს ხმა არ მიუციათ", -
განაცხადა შაშიშვილმა სტუდია ნიუგრუპის გადაცემა "ღია სტუდიაში".