24 ოქტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს რუსთაველის საზოგადოება აწყობს ვახტანგ მეექვსის მიერ "ვეფხისტყაოსნის" პირველი ბეჭდური გამოცემიდან 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი წიგნის "ყოველ ქართველში შენი გენია" წარდგენას (ყიფშიძის ქ. 7).
წიგნში თავმოყრილია თანამედროვე ქართველ და კლასიკოს პოეტთა ნაწარმოებები შოთა რუსთაველსა და "ვეფხისტყაოსანზე". წარმოდგენილილია ცნობილ მხატვართა ილუსტრაციები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე. წიგნს უძღვის თამაზ ჭილაძის წინასიტყვაობა.