იანვარ-სექტემბერში, საქართველოს სახელწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 3 მლნ 229 ათას 190 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 56%-ით აღემატება.
2012 წლის იანვარ-სექტემბერში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ის ქვეყნების გარეშე) საქართველოში უცხოეთის 1 მლნ 281 ათას 351 მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ მოქალაქეთა 39,7%), რაც გასულ წელთან შედარებით 96%-ით მეტია. 2012 წლის ცხრა თვეში, დსთ-ის ქვეყნებიდან შემოსულია 1 მლნ 793 ათას 286 მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 55,5%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში, ამერიკიდან შემოვიდა უცხოეთის 27 ათას 11 მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,8%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან - 99 846 მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 3,1%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44%-ით აღემატება, აფრიკიდან - 5 124 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,2%), გასული წლის მაჩვენებელს 62%-ით აღემატება, ახლო აღმოსავლეთიდან - 10 235 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,3%) გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 12 337 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,4%, 8-ჯერ მეტი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით).
2012 წლის იანვარ-სექტემბერში, დსთ-ის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა (1 793 286) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 684 094 მოქალაქე (დსთ-ის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა 38,1%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 636 497 მოქალაქე (დსთ-ის მოქალა-ქეთა 35,5%), 24%-ით მეტი, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.