ქართული ციტრუსისა და ხურმის შეძენით ლიტვური სუპერმერკეტების ქსელის ''NAXI MA'' დაინტერესდა. როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ''NAXI MA'' -ს ტრეიდერებთან შეხვედრისას გამოიკვეთა მათი დაინტერესება ქსელისთვის ციტრუსისა და სუბტროპიკული ხურმის შესყიდვაზე. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს დელეგაცია და ადგილობრივი ფერმერები ლიტვაში ქვეყნის ოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის გასაცნობად ჩავიდნენ. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა: ლიტვის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, თვითმართველობებთან და ქალაქის მერებთან კაუნასსა და ტრაკაიში. მემცენარეობის სამსახურის წარმომადგენლებთან ციტრუსის ექსპორტის საკითხებზე, პროგრამა LEADER-ის ცენტრის სპეციალისტებთან.