მინისტრობა მით უფრო გარდამავალ ეტაპზე ძალიან რთულია", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მთავრობის ახალი შემადგენლობის კომენტირებისას.
ნინო ბურჯანაძემ წარდგენილ მინისტრებს წარმატება უსურვა.
,,წარმატებას ვუსურვებ ახალ მინისტრებს. მინისტრობა ძალიან საპასუხისმგებლოა მით უფრო გარდამავალ ეტაპზე მინისტრობა ძალიან რთულია და დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იქნება მაქსიმალური მომთხოვნელობა მინისტრების მიმართ და მათ მიერ გაწეული სამუშაოს მიმართ და ბუნებრივია, თითოეულ მათგანს ვუსურვებ, ის მოლოდინი რომელიც აქვს, როგორ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ასევე საქართველოს მოსახლეობას გაამართლონ", _ განაცხადა ,,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.