ჰაიდელბერგცემენტი გრანდიოზული ღონისძიების ჩასატარებლად ემზადება. „თბილისიმარათონი" პირველი მასშტაბური ნახევარმარათონია საქართველოში, რომელიც ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება და ამავდროულად საქველმოქმედო ხასიათისაა.
პროექტი ჰაიდელბერგცემენტის ეგიდითა და საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება. ნახევარმარათონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ყველა მსურველს - მოყვარულსა თუ პროფესიონალს ეძლევა.
„თბილისიმარათონი" პირველად 2012 წლის 28 ოქტომბერს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება და ამავდროულად ტრადიციულ ხასიათს მიიღებს!
მარათონში მონაწილეობენ, როგორც ჰაიდელბერგცემენტის, ასევე სხვა ბიზნესკომპანიის თანამშრომლები, საელჩოების წარმომადგენლები, მთლიანად თბილისის მოსახლეობა და უცხოელი სტუმრები, - მათ შორის ყველა, რომელიც რეგისტრირდება ვებ-გვერდზე www.tbilisimarathon.ge.
მონაწილეობისთვის დაწესებულია საწევრო თანხა - 10 ლარი, რომლის საფუძველზეც თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ქველმოქმედების მონაწილე ხდება - რეგისტრაციის დროს გადახდილი თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება და შერჩეული ბენეფიციარების დასახმარებლად შეგროვდება.
ჰაიდელბერგცემენტი, როგორც სამშენებლო მასალების მწარმოებელი, სოციალურ პროექტებს განსაკუთრებით იმ რეგიონებში ავითარებს, სადაც მისი საწარმოებია, შესაბამისად , „თბილისიმარათონის" საქველმოქმედო ფონდი რუსთავისა და კასპის რეგიონებისთვისაა განსაზღვრული. ბენეფიციარები ღონისძიებაზე დასახელდება.