მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგინა. როგორც დრეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.
მანჯგალაძის განმარტებით, ბრძანებულება ამოქმედდება საფრანგეთში ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე.
"საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მოქალაქეობის 27-ე მუხლის I პუნქტის, ბ, ც პუნქტის და 33 მუხლის შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო", - განმარტა მანანა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულებით ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. მოქალაქეობის ჩამორთმევის მოტივაციად, ბიძინა ივანიშვილისათვის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობაში შესვლა წარმოადგენს.