ფუნდამეტური განსხვავება "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" შეხედულებებში არ არის.
ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა სტუდია ნიუგრუპის გადაცემა "ღია სტუდიაში" განაცხადა.
"როდესაც საკააშვილი ფუნდამენტურ განსხვავებზე საუბრობს ის ტყუის. რომ ჰკითხო მითხარი ერთი რომელიმე - ვერ გეტყვის. ისევე როგორც არ უთქვამს არასდროს", - აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, - "გამოდის სააკაშვილი და ამბობს ჩვენი მოსაზრებები ფუნდამენტურად განსხვავდება. რაში განსხვავდება? სააკაშვილი იძახდა ნატოს, ივანიშვილი იძახის ნატოს, საკააშვილი იძახდა ევროპას, ივანიშვილი იძახის ევროპას, სააკაშვილი იძახდა პენსიებს ივანიშვილი იძახის პენსიებს, სააკაშვილი იძახდა სოფლის მეურნებას, ივანიშვილი იძახის სოფლის მეურნებას".
შაშიაშვილი მიიჩნევს, რომ განსხვავებებზე საუბარი მიხეილ სააკაშვიულს სამომავლოდ სჭირდება, რადგან ნაციონალური მოძრაობა ჩასაფრების პოლიტიკას ირჩევს.
"ეს არის სააკაშვილის მიერ სამომავლოდ ყველაზე მახინჯად გამოდებული, ვითომ ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი შეხედულებებიო. შეხედულებების ასეთი იდენტობა ასეთი მსგავსება მე არ მინახვას", - აცხადებს შაშიაშვილი და დასძენს, რომ სააკაშვილის მიერ ცალკეული სამსახურების შენარჩუნება ადასტურებს რომ იგი ჩასაფრების პოლიტიკას ირჩევს.