ჩემი უმთავრესი ფუნქცია პირველ რიგში სამინისტროში მიმდინარე საქმეების გასტუმრება იქნება _ განაცხადა ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, სამინისტროში ყველა ის ადამიანი დარჩება ვინც პროფესიონალია.
,,ჩემი უმთავრესი ფუნქცია იქნება პირველ რიგში სამინისტროში მიმდინარე საქმეები გასტუმრებული იყოს. ამავე დროს პრიორიტეტი იქნება საქმის სუფთად კეთდება და სრული წესრიგი. რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა ჩემთვის უცხო სფერო არ არის და ამ საკითხებზე ბევრი კვლევა მაქვს ჩატარებული. პროფესიონალი ადამიანები დასაკარგავები არ არიან აქედან გამომდინარე ვიღაცამ შეიძლება საკუთარი სურვილით დატოვოს სამსახური, ამიტომ ეს მუშა პროცესია", -განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე დავით ნარმანია წარადგინა.