დევნილთა და განსახლების მომავალი მინისტრი დავით დარახველიძე უწყების ამჟამინდელი მინისტრის დალი ხომერიკის მუშაობით უკმაყოფილო არ არის. როგორც მინისტრობის კანდიდატი აცხადებს, ის გაკეთებს ყველაფერს რაც გაწერილია სახელმწიფო პროგრამაში.
მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული პროგრამა მის ნდობას იმსახურებს.
"მხოლოდ გუშინ საღამოთი გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ მქონდა ასეთი შემოთავაზება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ წარმოუდგენელი სფერო ჩემთვის არ არის, რადგანაც თავადაც ვარ დევნილი. მე შინაგანი განცდით მაქვს გადატანილი ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენს დევნილებს აწუხებთ. აქედან გამომდინარე მე გავაკეთებ ყველაფერს იმას რაც შემუშავებულია სახელმწიფო პროგრამით, რომელიც თავის მხრივ შემუშავებულია დონორი ორგანიზაციების სერიოზული მუსაობით. პროგრამებს, რომ დაწვრილებით ვიცნობ არ ვიქნები მართალი, თუმც გაცნობილი ვარ და ვიცი, რომ მას საფუძვლად უდებს საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული მუშაობა და გადაწყვეტილებები. ეს პროგრამა ჩემი მხრიდანაც ნდობას იმსახურებს"- განაცხადა დავით დარახველიძემ.