,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ სოჭის ოლიმპიადა მშვიდობიანად ექსცესების გარეშე ჩატარდეს", _ განაცხადა ივანიშვილმა ,,ალიაში " გამოქვეყნებული მასალის კომენტირებისას.
მისვე განცხადებით, საქართველომ ოლიმპიადაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
"თვითონ კარგი ფაქტია, რომ რომ ახლა პროამერიკულ გავხდი და პრორუსულობას თავი დაანებეს. ჩემი მხრიდან ოლიმპიადის ჩაშლა ძალიან არასერიოზული განცხადებაა. მე არაფერ შუაში არ ვარ და მსგავს რამეს არ განვიხილავთ. ღონისძიების ჩატარებას მივესალმებით და საქართველომ აუცილებლად მონაწილეობა უნდა მიიღოს და ჩვენ როგორც მეზობელი ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ ოლიმპიადა მშვიდობიანად ექსცესების გარეშე ჩატარდეს", _განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ,,ალიას" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მისამართით რევანშისტური გეგმა მზადდება და ამ მიზნით, გივი თარგამაძე მიხელ სააკაშვილის ბიძასთან ერთად, მოსკოვში შეხვედრებს მართავს იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი ამერიკული პროექტია და სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას გეგმავს.