საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) განხილვის მიზნით საქართველოში ნატო-ს შემფასებელთა მისია ჩამოვიდა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით ნატო-ს საერთაშორისო სამსახურის წარმომადგენლები შეხვედრებს მართავენ წლიური ეროვნული პროგრამით (ANP) განსაზღვრული რეფორმების განხორციელებაში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან.
15 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიაში ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოში წლიური ეროვნული პროგრამის განხილვის შემდეგ ნატოს შემფასებელთა მისია შეფასების დოკუმენტს მოამზადებს. ასევე, უახლოეს დღეებში დაგეგმილია ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში.
2008 წლის დეკემბრიდან საქართველოსთვის წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მინიჭების შემდეგ ეს არის ნატოს შეფასებელთა ჯგუფის მეოთხე მისია საქართველოში.