"პარტია "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს ძალიან დიდი ხსნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა შექმნა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის წევრებთან შეხვედრაზე.
სააკაშვილის განცხადებით, მათ შეძლეს ის, რითაც ქართული საზოგადოებრიობის ნაწილი ძალიან ამაყობდა და დანარჩენი მსოფლიო ძალიან აფასებდა.
"მთავარი ფაქტორები საქართველოში დარჩა. საქართველოში იყო დიდი უმუშევრობა, საქართველოში იყო დიდი სოციალური გაჭირვება. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევძელით სიღარიბის 2-ჯერ და მეტჯერ შემცირება, მაგრამ რჩებოდა მაინც ძალიან დიდი სიღარიბე", _ აცხადებს პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ ამის გამო საქართველოში პოპულიზმის საფუძველი შეიქმნა.
"ალბათ, მთავარი, რისი შეცვლაც ვერ შევძელით, არის ის, რომ იმ პირობებში, როცა იყო გაჭირვება, ადვილი იყო სხვადასხვა ძალისთვის ხელის მოთბობა. ამიტომ არჩევნების შედეგები და ის, რაც მომდევნო წლებში განვითარდება ქვეყანაში, უნდა იყოს და იქნება ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი", - განაცხადა მან.