"ნაციონალური მოძრაობა" გახდება თანამედროვე, ახალი ტიპის პარტია", - განაცხადა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ივანე მერაბიშვილმა, რომელიც პრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის პოსტზე წარადგინა.
მერაბიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი და ამოცანა არის ხელიუფლებაში დაბრუნება.
"ბოლო არჩევნებმა, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა, გვაჩვენა, რომ აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" განახლება. მე მაქვს გეგმა: მეგობრებთან ერთად შევქმნათ თანამედროვე პარტია, რადგან ამ წლებში ქვეყანა შეიცვალა, შეიცვალა ჩვენი საზოგადოება. ჩვენი ქვეყანა განვითარდა, წავიდა წინ. "ნაციონალური მოძრაობა" გახდება თანამედროვე. ახალი ტიპის პარტია და ის ჩაუყრის საფუძველს საქართველოში მყარი დემოკრატიის შექმნის. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ახალი სახელმწიფო შექმნა და ახლა აქვს ამოცანა, შექმნას ახალი ტიპის ოპოზიციური მოძრაობა. ჩვენი მიზანი და ამოცანა არის და იქნება ხელისუფლებაში დაბრუნება", - განაცხადა მერაბიშვილმა.