აკაკი მინაშვილი ,,ქართულ ოცნებას" საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო შეფასების მიხედვით, დაბალანსებულია ტელევიზიაა, რომელმაც სრული პრინციპის დაცვით გააშუქა წინასაარჩევნო კამანია.
მისივე განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იწვევდეს სამეურვეო საბჭოსა და საზოგადოებრივი მუწყებლის თავმჯდომარის ცვლილებას.
,,საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი ძალის შიგნით მათ შორის მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეობისათვის, Fფიქრობენ, სამეურვეო საბჭოს შეცვლაზე და ა.შ. ეს არის გარკვეულწილად ზეწოლა თავისუფალ მედიაზე პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელზე. Aარსებობს კანონი არის საზოგადოებრივი საბჭო, რომელსაც თავისი მანდატი აქვს Dდა ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ამიტომ საპარლამენტო არჩევნები არ უნდა იწვევდეს სამეურვეო საბჭოს ცვლილებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარის ცვლილებას", _ განაცხადა მინაშვილმა.