განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა განიხილება, - განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია ქართული საზოგადოებისთვის.
"საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილის კანდიდატურა განიხილება. თუკი მარგველაშვილის შესახებ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ეს ნამდვილად ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელია ქართული საზოგადოებისთვის და გადაწყვეტილება ყველას გაეხარდება", - აცხადებს ხუხაშვილი.