მაია ფანჯიკიძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე მამუკა ნიკოლაიშვილის დანიშვნას არ ადასტურებს. როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა ნიკოლაიშვილი მთავრობის დაკომპლექტების დროს განხილული არ ყოფილა.
,,ნიკოლაიშვილის მინისტრად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია გუშინ წავიკითხე. საიდან არის ვერ გეტყვით. არცერთ განხილვაზე მისი გვარი არ მსმენია", _ განაცხადა ფანჯიკიძე.
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია მამუკა ნიკოლაიშვილის ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის შესახებ.