საბერძნეთში რეკორდული რაოდენობის ე.წ. კანონიერი ქურდები დააკავეს. ისინი იქ ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საბედისწერო დამთხვევის გამო ყველა დაკავებული ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის ასლან უსოიანის მოწინააღმდეგეთა ბანაკიდანაა. შედეგად ბერძენ სამართალდამცავთა ხელში აღმოჩნდა 10 -დან 20 მდე ე.წ. კანონიერი ქურდი, მათ შორის არიან ისეთი ცნობილი ავტორიტეტები როგორებიცაა: "ტახი", "ჩირუ", "ნიკა", "გურამი კვეჟო" და "ვიტია პანი".
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისას აღნიშნულია, რომ ბოლო დროის განმავლობაში ქურდული სამყაროს ახალი ამბები საბერძნეთიდან მოდის. იქ, არქიპლაგის მიდამოებში მუდმივად იმყოფება ე.წ. კანონიერი ქურდების 30-40 კაციანი ჯგუფი, რომლებიც მზად არიან მოლაპარაკებებების გადამწყვეტ რაუნდზე შეიკრიბონ. თუმცა ამ მშვიდობიანი კონფერენციის ჩატარებაში ყოველთვის რატომღაც ხელი ეშლებათ.
შეთქმულების თეორიის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ეს განზრახ ხდება ერთ ერთი მხარის ბრალეულობის გამო, რომელსაც კარგად ესმის, რომ საერთო შეკრება მისთვის ცუდად დამთავრდება.
გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდები გელა ქარდავას ჩამოსვლას ელოდნენ - იგი ერთ ერთი ყველაზე ოდიოზური ფიგურაა ქურდულ კლანებს შორის კონფლიქტში.
შეგახსენებთ, რომ გელას წინა შეხვედრა ქუთაისელებთან მასა და ნიკას შორის ჩხუბით დასრულდა. ამ შეხვედრაზე კი მის ნაცვლად ბერძენი სამართალდამცავები გამოცხადდნენ.
ბერძნებმა ქურდებს აგრძნობინეს, რომ მათ კარჰად იციან თუ რა მიზნით არიან ისინი ჩამოსული საბერძნეთში და ურჩიეს მათ, განზრახვაზე უარი ეთქვათ და ქვეყანა დაეტოვებინათ.