,,ქართულ ოცნების" ბევრი დაპირება უპასუხისმგებლო და არარეალურია", - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აკააკი მინაშვილმა, რომელმაც ,,ქართულ ოცნებას" მოუწოდა დროულად დაიწყონ დანაპირების ასრულება.
,,ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი დაპირება აქვს და ბევრი მათგანი უპასუხისმგებლო და არარეალურია. ,,ქართული ოცნება" შეეცდება პოლიტიკური შოუებით გადაფაროს ის, რომ თავის დაპირებებს ვერ შეასრულებს. Mმოვუწოდებ, ,,ქართულ ოცნებას" მიხედოს თავის პირობებს, დაპირებებს და სწრაფად მოახერხოს ამ დანაპირების იპლემენტირება და პოლიტიკურ შოუებზე საუბარი არ დაიწყოს", _ განაცხადა მინაშვილმა.