"საქართველოსთან ურთიერთობის ახალი სქემა ჩამოვაყალიბეთ,, _განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა ,,ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელმაც აღნიშნა, რომ გეგმა 2014-დან-2020- წლამდეა გათვლილი.
"ჩვენ ჩამოვაყალიბეთ, თანამშრომლობის ახალი სქემა, რომელიც 2014წლიდან - 2020 წლამდე გაგრძელდება. ეს 6-7 წელი მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება საქართველოსთვის, რათა მან გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით", _ განაცხადა დიმიტროვმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მიმართ მომთხოვნი იყო და ეს ნიშნული არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება.
,,საქართველოს მიმართ ჩვენ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავით და ეს ნიშნულის არჩევების შემდეგ კიდევ უფრო მაღლა აიწევს. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია და სურვილი აქვს ევროკავშირის ნიშნულს მიუახლოვდეს", _ განაცხადა დიმიტროვმა.