რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებს მიმდინარე წლის ბოლომდე ახალი საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-400 დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"სამხრეთის ფედერალური ოლქის ჯარის გადაიარაღება-აღჭურვის პროგრამიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის ბოლომდე, საბრძოლო მორიგეობაზე, რისეთის ფედერაციის საჰაერო სივრცის დასაცავად სისტემა S-400 დადგება, რომელივ სისტემა S-300-სს შეცვლის", _ აცხადებს სამხრეთ ფედერალური ოლქის პრესსამსახურის უფროსი პოლკოვნიკი იგორ გორბული.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს, გაერიანებაში, ქვეყნის სამხრეთის საზღვრების დასაცავად უკვე შევიდა 16 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო ნაწილებმა მიიღეს შეიარაღებაზე სარაკეტო-საზარბაზნე კომპლექსები "პანცირ -ს"-ი.
"წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 60 ერთეული სამხედრო ტექნიკის მიღება რადიოტექნიკისა და საზენიტო-სარაკეტო ნაწილებისათვის.