,,მიხეილ სააკაშვილისნაირი ოდიოზური პიროვნებისგან გამორიცხული არაფერია", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადების კომენტირებისას. უსიფაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" მიამიტი არ არის და მხოლოდ პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და კარგად მოიქცევა, ბოლომდე ვერ ენდობა.
,,მიხეილ სააკაშვილისნაირ ოდიოზურ პიროვნებისგან გამოსარიცხი ნამდვილად არაფერი არა არის მაგრამ პროცესი შეუქცევადია. ,,ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა და ბუნებრივია, დაამტკიცებს ახალ მთავრობას, დაიწყებს მუშაობას. ამიტომ ჯობია ,,ნაციონალური მოძრაობა" და მისი ლიდერი ადეკვატურად მოიქცეს და გონივრული ნაბიჯები გადადგას", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვიქტორ დოლიძემ.