"მიხეილ სააკაშვილი ვერავის ვეღარ გადააყენებს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა "ქორთიარდ მარიოტში" კონფერენციის დასრულების შემდეგ.
კონფერენციის მიმდინარეობისას კი უსუფაშვილმა განაცხზადა, რომ "ქართული ოცნება" მიამიტი არ არის და მხოლოდ პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და კარგად მოიქცევა, ბოლომდე ვერ ენდობა.