ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა სირიის წინააღმდეგ მორიგი მე-18 პაკეტი მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ფრანს პრესი" დიპლომატიურ წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიპლომატიური წყაროების მონაცემებით, სირიის რეჟიმზე მომავალი ზეწოლის ზომები გულისხმობს: სირიის ავიაკომპანიების თვითმფრენების ევროკავშირის სახელმწიფოებში ფრენებსა და დაჭდომას. ასევე ფორმალურ აკრძალვას დამასკოსათვის მესამე ქვეყნის გავლით საჰაერო და საზღვაო იარაღის მიწოდებებზე. ამას გარდა, "შავ სიას" დაემატა კიდევ 28 სირიელი მაღალჩინოსანი, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძანებათ და რომელთა აქტივებსაც გაყინავენ.
ამჟამად ამ სანქციის შემდეგ ვეროკავშირის სანქცია სულ სირიელ 118 ჩინოსანზე ვრცელდება. ისინი ძირითადად პრეზიდენტ ბაშარ ასადის გარემოცვიდან არიან.