აშშ-ის ელჩმა სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ. "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ქართულმა არასამთავრობო სექტორმა თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია წარმატებით შეასრულეს.
"სამოქალაქო საზოგადოებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პროცესში. მათი ადვოკატირებით და მხარდაჭერით მედია უფრო ხელმისაწვდომი იყო", - აღნიშნა ნორლანდმა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა შეინარჩუნონ.
"სამოქალაქო საზოგადოება არის არა მხოლოდ საპირწონე და ბალანსი, არამედ გადამწყვეტი პარტნიორი პოლიტიკურ ურთიერთობებში. არასამთავრობოებმა ნეიტრალურობა და დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოთ, უნდა იყოთ ღია და კონსტრუქციულები პარტიებთან დიალოგში. საბედნიეროდ, საქართველოს ჰყავს მთელი რიგი ექპერტები, რომლებიც მზად არიან ამ როლის შესასრულებლად", - განაცხადა ელჩმა და მთავრობას მოუწოდა, რომ ღია იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში.