დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო კარგ ხელშია, - ამის შესახებ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა. მან ქვეყანაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთხელ შეაფასა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოებრივი მოღვაწის სიბრძნე აჩვენა.
"2012 წლის ოქტომბერი ალბათ საქართველოს ისტორიაში დრამატული და მნიშვნელოვანი გარდაქმნების მომენტად აღინიშნება, რადგან ჩატარდა კონკურენტული არჩევნები, იქმნება ახალი მთავრობა, რომელიც უფლებამოსილებას მალე აიღებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა სამოქალაქო და სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე. დარწმუნებული ვარ, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი პროფესიონალურად გაგრძელდება", - განაცხადა ნორლანდმა კონფერენციაზე და აღნიშბა, რომ საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი "კალიბრის" პატრიოტები ჰყავს.
"საქართველოს ბედმა გაუღიმა, რომ ასეთი კალიბრის პატრიოტები ჰყავს, ლიდერები, რომლებიც მზად არიან, განსხავავებებს გადააბიჯონ და იმოძრაონ საქართველოს ინტერსებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო ძალიან კარგ ხელშია", - აღნიშნა ნორლანდმა.