ჩვენი ნატოელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ რომ საქართველო მზადაა ნატოში ინტეგრაციისთვის, - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ევროინტერგარციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე განმარტებით, ქართული ოცნების ლიდერი ჯეიმს აპატურაის პირადად შეხვდება.
"მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან კარგი დრო იმისათვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" აპატურაისთან შეხვედრისას ჩვენი გეგმები და პრიორიტეტები ერთობლივად განვსაზღვროთ იმისათვის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, წინ წაიწიოს და ყველა ის აუცილებელი საშინაო დავალება, რომელიც დავალებული გავქვს შესრულდეს დროულად, ხარისხიანად. ჩვენი ნატოელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ, საქართველო მზადაა ნატოში ინტეგრაციისთვის" - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პეტრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა. აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე იგეგმება შეხვედრა მთავრობის ახლა შემადგენლობასთანაც.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.