"ქართული ოცნება" მიამიტი არ არის და მხოლოდ პრეზიდენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და კარგად მოიქცევა, ბოლომდე ვერ ენდობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტის გუნდმა მას ვერ აღუძრა ნდობა, რომ რომ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდნენ
"სერიოზული პრობლემაა ჩვენი კონსტიტუციური მოდელი. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მდგომარეობა არის პარადოქსული. არსებული კონსტიტუციური მოდელით, გაყოფილია აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს ის შემთხვევა კი არაა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ერთი პარტიის წარმომადგენელია, კონგრესში უმრავლესობა კი მეორე პარტიას აქვს. არა, ჩვენთან აღმასრულებელი ხელისუფლება არის შუაზე გაყოფილი და უფრო მეტიც, დიდი ნაწილი პრეზიდენტის ხელშია, უნდა მთავრობას გადააყენებს, უნდა - არა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"ქორთიარდ მარიოტში", არსებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე კონფერენციაზე.