დღეიდან პური 5-10 თეთრით გაძვირდა, რასაც კერძო ბიზნესი მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდას უკავშირებს.
როგორც საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა განმარტავს, ბოლო პერიოდში ერთი ტონა ხორბლის შემოტანის ფასმა საქართველოში 100 დოლარით მოიმატა.
"თუ 1-ელი ივლისისთვის ხორბლის ფასი საქართველოში იყო 250 დოლარი, დღეს მისი ფასი 350 დოლარია. ანუ ხორბალის შემოსატანი ფასი 100 დოლარითაა გაძვირებული. ამან გამოიწვია ის, რომ ფქვილის ფასმა დაიწყო ზრდა. თუ წლის დასაწყისში ერთი მეშოკი ფქვილი 30-31 ლარი ღირდა, დღეისათვის მისი ფასი 43-45 ლარის ფარგლებშია"- აცხადებს სილაგავა.
სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში ანალოგიური კრიზისი 2010 წელსაც იყო, მაშინ გაძვირებული ფქვილის გამო ქვეყანაში პურის ფასმა მოიმატა.