2 ოქტომბერს საქართველო პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა და დემოკრატიული ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად გარდაიქმნა იმ განცხადებით, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა.
"შეიძლება ითქვას, რომ 100%-ით არა, მაგრამ საქართველო 2 ოქტომბერს პოსტსაბჭოთა სივრციდან გამოვიდა და დემოკრატიული ქვეყნად გარდაიქმნა იმ განცხადებით, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა და იმ პროცესით, რაც ახლა მიმდინარეობს", - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.