.,,ბრიუსელში ევროკავშირ-საქართველოს შორის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციას მივიღებ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატმა დავით ზალკანინმა ბრიუსელში დაგეგმილი სხდომის კომენტირებისას.
,,ჩვენ გვსურს ტრანზიციის პროცესმა არ შეაჩეროს ის ინტეგრაციის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირის ფარგლებში. Mმივემგზავრები იმისთვის, რომ სრულყოფილად მივიღო ინფორმაცია ევროკავშირ-საქართველოს შორის მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.", _ განაცხადა დავით ზალკანინმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება. დელეგაციეს წევრები საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომას დაესწრებიან. სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება და ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბრიუსელში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან ერთად მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებიც ჩავლენ.