გიორგი ბარამიძემ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს პრეზიდენტის გვარით მოხსენიების გამო გააკრიტიკა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გიორგი ბარამიძემ "ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტი გვარით მოიხსენია და ეს "არც თუ კარგ ტონად ითვლება"
"გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, როცა პრეზიდენტის სასახლის ეზოში იდგა ვერ მოახერხა, გამოსულიყო საარჩევნო ემოციებიდან, საქართველოს პრეზიდენტი გვარით მოიხსენია, რაც არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ნებისმიერ სახელმწიფოში არც თუ კარგ ტონად ითვლება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილტან გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი გვარით მოიხსენია. "კარგია, რომ სააკაშვილმა მოახერხა ის განცხადება, რომელიც მე შევუქე, რომელიც მან გააკეთა არჩევნების პროცესში და არჩევნების ბოლოს", - განაცხადა ივანიშვილმა.