,,ჯეიმს აპატურაის ვიზიტი შეფასებითი ხასიათის იქნება", _ განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილმა ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტის კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, აპატურაი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრებს.
,,ეს არის შეფასების პერიოდი, რომელიც აფასებს იმას თუ რა პროგრესი ნახა საქართველომ განვლილი პერიოდის განმავლობაში. სწორედ ამის ფარგლებში უახლოეს დღეებში საქართველოს ჯეიმს აპატურაი ეწვევა. Aახლა მიმდინარეობს მუშაობა აპატურაის პროგრამაზე. ის შეხვდება როგორც მოვალეობის შემსრულებელი ძირითადი სამინისტროების ხელმძღვანელებს, ასევე ნომინირებულ, დასახელებული მინისტრობის კანდიდატებს, რათა განხილულ იქნას ის გეგმები და ის პროგრესი, რაც საქართველოს ალიანსთან მიმართებაში გააჩნია", _ განაცხადა მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 18 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.
აპატურაი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ასევე იგეგმება შეხვედრა მთავრობის ახლა შემადგენლობასთანაც.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია იქნება.