დღევანდელმა საარჩევნო პროცესმა ხაშურში მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. საოლქო კომისიის ხელმძღვანელის, იმედო ლაცაბიძის განცხადებით, არჩევნები დარღვევების გარეშე შედგა და მისი შედეგების გასაჩივრების არანაირი საფუძველი არ არსებობს. საერთო ჯამში წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ხაშურში 52 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებდა, 43 უბნის მონაცემებით, რომელთა შედეგები ლეგიტიმურად პირველივე ეტაპზე გამოცხადდა, 53 პროცენტით ლიდერობდა "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი.რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სერგო ქიტიაშვილის კანდიდატურას, მას უბნებზე მისული ამომრჩევლების მხოლოდ 112 ხმა ერგო.ხაშურის საოლქო კომისიაში შედეგების შეჯამების პროცესი უკვე დასრულდა. ცხრა უბანზე რეგისტრირებულ 10.381 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა დაახლოებით 28 პროცენტმა, 2929 ადამიანმა მიიღო. მათმა 91.8 პროცენტმა კი მხარი ვალერი გელაშვილის კანდიდატურას დაუჭირა.ხაშურის ცხრა უბანზე ჩატარებულ განმეორებით არჩევნებში 91.8 პროცენტით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა გაიმარჯვა.