სიღნაღის #5-ე საარჩევნო უბანზე ხმის დათვის პროცედურა დასრულდა. ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა გელაშვილმა 527 ხმა მიიღო , "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა კი - 86. საუბნო კომისიამ 10 ბიულეტენი ბათილად ცნო. სულ კენჭისყრაში მონაწილეობა 623 ამომრჩეველმა მიიღო. როგორც სიღნაღის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილმა განაცხადა, გამოყენებული ბიულეტენების რაოდენობა და მიღებული ხმების რიცხვი ერთმანეთს სრულად შეესაბამება. უკვე შედგა შემაჯამებელი ოქმიც, რომელიც ჯერ საოლქო კომისიაში გადაიგზავნება, შემდეგ კი ცესკოს საიტზე განთავსდება.
მასალის გამოყენების პირობები