რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უარყოფს უფლებათადამცველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სირიაში რუსული კასეტური ბომბების გამოყენება ხდება. განცხადება ამის შესახებ ლავროვმა თავად გააკეთა.
უფლებათადამცავმა ორგანიზაციამ "HRW" -მა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სირიაში რუსული კასეტური ბომბების გამოყენება ხდება.
"ამის დამადასტურებელი არაფერი არსებობს... ამ რეგიონში ძალიან ბევრი იარაღია, იგი ამჟამად სირიაში და რეგიონის სხვა ქვეყნებში დიდი რაოდენობით არალეგალურად შეაქვთ",_ აცხადებს ლავროვი და აღნიშნავს, რომ "ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის გეოგრაფია საკმარისად ფართოა და იარაღი იქ საკმარისზე მეტია".
"რეგიონში ძალიან ბერი იარაღია და ვის შეაქვს იგი იქ ძალიან ძნელი დასადგენია", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.