ლიტვაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პროპორციულ არჩევნებში ოპოზიციური "შრომის პარტია" (24,48%) და სოციალ-დემოკრატიული პარტია (19,49%) ლიდერობენ.
მმართველი "მამულის კავშირი" მესამე პოზიციაზეა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ მან შესაძლოა საკუთარი პოზიციები გაიმყაროს და ხმების დათვლის შედეგების მიხედვით უფრო მეტი პროცენტის დაგროვებაც შეძლოს.
ოპოზიციის პოპულარობას ექსპერტები ეკონომიკის მკაცრ ღონისძიებებს უკავშირებენ, რომელიც მმართველმა პარტიამ შეიმუშავა.