თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. დანით მოკლულია 21 წლის ბიჭი. ადგილობრივების თქმით, საღამოს მათ ახალგაზრდის ხმა გაიგონეს, რომელიც შველას ითხოვდა.
მოსახლეობამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა.
უცნობია დაჭრის მოტივი.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს გამოძიება.